აშშ-უკრაინა

ჰეგსეთის თქმით, აშშ-მ უკრაინაში დრონების შესასწავლად ამერიკელი სამხედროები გაგზავნა

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი
Tierney L. Cross/Bloomberg

აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ პენტაგონმა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო პირობებში დრონების გამოყენების შესასწავლად ამერიკელი სამხედროები გაგზავნა.

სენატში ჩატარებული მოსმენების დროს უმცირესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა უკრაინას "ომის სილიკონის ველი" უწოდა და ჰეგსეთს ჰკითხა, უჭერს თუ არა მხარს პენტაგონის ოფიციალური პირების იქ გაგზავნას გამოცდილების გადასაღებად. ჰეგსეტმა ეს დაადასტურა და ასევე აღნიშნა, რომ დამატებითი თანამშრომლების გაგზავნა თავადაც დაამტკიცა.

"მე პირადად დავამტკიცე იქ დამატებითი პერსონალის გაგზავნა, რათა შეისწავლონ დრონებით ბრძოლა - როგორც საიერიშო, ისე თავდაცვით ასპექტებში - რათა ამ კონფლიქტიდან ყველა შესაძლო გაკვეთილი მივიღოთ და რეალურ დროში დავნერგოთ ისინი იმაში, თუ როგორ ვიცავთ თავს და როგორ ვატარებთ შეტევით მოქმედებებს ეპოქაში, როდესაც დრონების დომინირება აუცილებლობად იქცა" - განაცხადა მან.

ჰეგსეტმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-მ უნდა აითვისოს უკრაინასა და სხვა საბრძოლო ველებზე მიღებული გამოცდილება და "რაც შეიძლება სწრაფად" გამოიყენოს ის საკუთარ შეიარაღებულ ძალებში.

კომენტარები