ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში

ხაბეიშვილი: ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ღარიბაშვილის ციხეში გაშვება

ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი არის ნამდვილად დასაჭერი. ამიტომ, პროკურორი რომ ჰქვია, აი, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი თანაშემწე რომ გახლავთ, შოთაძეს ვგულისხმობ, მინდა, მას ვუთხრა: თუ ახლა, ამ წუთებში კონკრეტულ ღონისძიებებს არ დაიწყებს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ და მას ბორკილებს არ დაადებს, ისიც ისეთივე თანამონაწილეა ამ დანაშაულების, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი.

ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, რომ ის უნდა იყოს დაკავებული.

და არ უნდა დაგვავიწყდეს, ამ ხელისუფლებას ცინიკურად ციხეში ჰყავს მესამე პრეზიდენტი გამოკეტილი, რომელმაც ჰილარი კლინტონს რომ "რედ ბული" უყიდა, ვარცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინი რომ მიიტანა და რაღაც ორი პიჯაკი შეიძინა თურმე, რითაც ოფიციალურ ვიზიტებში დადიოდა, აი, ამის გამო ჰყავთ ციხეში გამოკეტილი.

აი, ამიტომ, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ირაკლი ღარიბაშვილი არის დამნაშავე. 

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი TV პირველის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. ამასთან დაკავშირებით, პარტია ლელოს სურსსაპარლამენტო ოპოზიციამ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყოს.

Georgian Airways-ის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი TV პირველთან ამბობს, რომ მისმა კომპანიამ პრემიერმინისტრი მიუნხენში წაიყვანა. სწორედ იქიდან გაფრინდა ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში კომერციული რეისით. ამასთან, გაიაშვილი ადასტურებს, რომ სამთავრობო ბორტი ერთი კვირის განმავლობაში მიუნხენში იყო გაჩერებული, ეკიპაჟი კი 19 აგვისტოსვე უკან დაბრუნდა Georgian Airways-ის სხვა რეისით. თამაზ გაიაშვილის თქმით, ღარიბაშვილის წამოსაყვანად რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მიუნხენში ჩავიდნენ, საიდანაც უკვე პრემიერმინისტრთან ერთად სამთავრობო თვითმფრინავით დაბრუნდნენ.

კომენტარები