ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში

კალაძე: ხშირად მისარგებლია სამთავრობო თვითმფრინავით, თუმცა პირადი ხარჯით

თბილისის მერია

თბილისის მერი, კახა კალაძე თავის Facebook-ის გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს სახელით "მოკითხვა სიცრუის დედოფალს". ვიდეოში კალაძე TV პირველის ჟურნალისტის კითხვას პასუხობს. 

კალაძის თქმით, მას თავადაც ხშირად უსარგებლია სამთავრობო თვითმფრინავით, თუმცა პირადი ხარჯით.

"არ მახსოვს ზეპირად, თუმცა ძალიან ხშირად მისარგებლია არა მხოლოდ სამთავრობო. ძალიან ბევრჯერ ყოფილა , ოღონდ არასახელმწიფო.. [...] რა თქმა უნდა, ეს იყო პირადი დაინტერესება და პირადი მოგზაურობა და პირადი ხარჯი იყო ეს. ყველაფერი არის აღწერილი დეკლარაციაში ჩემს ხარჯებთან დაკავშირებით და მეორეს გეტყვით, ასევე, ხშირად გამომიყენებია სამთავრობო თვითმფრინავი, ყოფილა ჩემი დაკვეთით და მე გადამიხდია ფული, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სხვას გადაუხდია და უბრალოდ გავყოლივარ". - ამბობს კალაძე.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა სამთავრობო თვითმფრინავით დუბაიში წასვლა, თბილისის მერი აღნიშნავს, რომ იყო.

"გადაუდებელი აუცილებლობა იყო, კი, კი [...] თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას, სადაც კახა კალაძეს ოდესმე ბიუჯეტით უსარგებლია ან ბიუჯეტიდან სარგებელი მიუღია. თქვენ მაბრალებთ ამას და თქვენ თვითონ უნდა დაადასტუროთ თქვენი სიმართლე. მე გიდასტურებთ ინფორმაციას და გეუბნებით რომ ეს იყო ჩემი პირადი ხარჯი, ჩემი ნაშოვნი თანხებითა დახარჯული. თქვენ მაბრალებდით იმასაც რომ ვერტმფრენი გამოვიყენე ახელმწიფო ვერტმფრენი და ოჯახი გამოვიყენე." - ამბობს თბილისის მერი.

როგორც ცნობილია, ხვალ, 16 სექტემბერს, TV პირველის ეთერში, ნოდარ მელაძის შაბათში ახალი საგამოძიებო სიუჟეტი გავა, სადაც სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებით გამოყენებაზე იქნება საუბარი.


ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. Georgian Airways-ის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი TV პირველთან ამბობს, რომ მისმა კომპანიამ პრემიერმინისტრი მიუნხენში წაიყვანა. 

"არ ვიცი, პირადი საქმე იყო თუ სამსახურეობრივი, მე არ მაბარებენ, თუ რას აკეთებენ... რაში მჭირდება ამდენი ლაპარაკი? - წავიყვანე გითხარი, დამთავრდა... თვითმფრინავი მათია, Georgian Airways-ი ემსახურება. პრემიერი არ მიკვეთავს, მიკვეთავს სამთავრობო დაცვა. ყოველთვის ჩუბინიძის უწყება მიკვეთავს. პრემიერმინისტრია, თქვენ რომელიმე ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ?! ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება თვითმფრინავი მარტო, ყველგან გამოიყენება, სადაც საჭიროდ ჩათვლის მთავრობა". - ამბობს Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, გაიაშვილი ადასტურებს იმასაც, რომ სამთავრობო ბორტი ერთი კვირის განმავლობაში მიუნხენში იყო გაჩერებული, ეკიპაჟი კი თბილისში 19 აგვისტოსვე დაბრუნდა Georgian Airways-ის სხვა რეისით. თამაზ გაიაშვილის თქმით, ღარიბაშვილის წამოსაყვანად რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მიუნხენში ჩავიდნენ, საიდანაც უკვე პრემიერმინისტრთან ერთად სამთავრობო თვითმფრინავით დაბრუნდნენ.


გასულ დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ პრემიერმინისტრი აშშ-ში იმყოფებოდა. საქართველოს სტრატკომის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ჩარტერული რეისით არ გაფრენილა და ამასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. სამსახურში ხაზს უსვამენ, რომ ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით მხოლოდ ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ჩავიდა, საიდანაც აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გადაფრინდა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. 

კომენტარები