ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში

ბოკერია პრემიერზე: დასტურია, რომ სახელმწიფო აპარატი ემსახურება ივანიშვილის შერჩეულ პირებს

ვინ დაიჯერებს ამ კომიკურ ზღაპრებს და ბოდვას, რომ ღარიბაშვილის მამამ რაღაც გადაიხადა, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა დაადასტურა, უბრალოდ წინა მთავრობა და პრეზიდენტი უფრო უარესად იქცეოდნენო. მთავარი, რაზეც საზოგადოების ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული, არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ივანიშვილის რეჟიმი ასეა აწყობილი. მთელი სახელმწიფო აპარატი ემსახურება ივანიშვილის მიერ ამა თუ იმ თანამდებობაზე შერჩეულ პირებს, კანონებისა და წესების მიღმა. ეს არა ეროვნული ამოცანებისთვის, არამედ პერსონალური კომფორტისთვის ხდება. ამას კი წარსულის არასწორი ნაბიჯებით ამართლებენ. აქედან დასკვნა ერთადერთია, რომ ამ ხელისუფლების ხელში ვერცერთი მიმართულებით წინსვლა ვერ იქნება და მხოლოდ უფრო ღრმა ჩიხში შევალთ.

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისის ფული პრემიერმინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. ჩუბინიძემ თქვა, რომ ეს თანხა ლარებში 34 000 ევროს ეკვივალენტია.

კომენტარები