სტიქია გურიაში

ბარნაბიშვილი გურიაზე: სტიქიის ზონაში არის ლოკაციები, სადაც გზა არ არსებობს

ფორმულა

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლერი ბარნაბიშვილის თქმით, გურიაში, სტიქიის ზონაში არის ლოკაციები, სადაც გზა არ არსებობს და მათი გადმოყვანა მაშველების მიერ ხდება.

"მოსახლეობის ნაწილი უარს აცხადებდა თავისი საცხოვრებლების დატოვებაზე, თუმცა უმეტესი ნაწილი დავითანხმეთ. კვლავ გრძელდება მათი გამოყვანა, ახლაც მიმდინარეობს ღონისძიებები. არის ლოკაციები, სადაც გზა არ არსებობს, ხდება მათი გადმოყვანა მაშველების მიერ ნავებით, სხვადასხვა სპეციალური საშუალებით." - თქვა ბარნაბიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის თქმით, გურიაში, სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 62 ადამიანია გამოყვანილი.

აჭარასა და გურიაში ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. 

სტიქიის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი. მათგან 2 მოზარდია.

კომენტარები