სტიქია გურიაში

მღებრიშვილი: გურიაში, სტიქიის ზონიდან 62 ადამიანია გამოყვანილი

შსს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის თქმით, გურიაში, სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 62 ადამიანია გამოყვანილი.

"მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდებოდა მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას გამოყვანა დამეწყრილი სოფლებიდან. 62 ადამიანია გამოყვანილი, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები.

მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები და მიმდინარეობს ინტენსიურად თითოეულ სოფელში, თითოეულ მოსახლესთან კომუნიკაცია საჭიროებიდან გამომდინარე და მობილიზებული ვართ ამ მიმართულებით." - თქვა მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  აჭარასა და გურიაში ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. 

სტიქიის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი. მათგან 2 მოზარდია.

კომენტარები