რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკებებზე: ნახეთ რაიმე კომპრომისი საქართველოსთან? მოლდოვასთან?

CNN

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  CNN-თან ინტერვიუში კრემლან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაგმო. ზელენსკიმ თქვა, რომ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი, რომლის თვითმფრინავიც მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც ის მოსკოვის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხს ხელმძღვანელობდა - გვიჩვენებს, თუ რა ხდება, როდესაც ხალხი რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან გარიგებებს დებს.

"როდესაც გინდა ვინმესთან კომპრომისი ან დიალოგი, ამას მატყუარასთან ვერ გააკეთებ." - თქვა ზელენსკიმ.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები და სხვა მთავარი უკრაინელი მოკავშირეები კიევისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებენ და ხაზს უსვამენ, რომ პირობები ჯერ კიდევ არ არის შექმნილი "სამართლიანი და გამძლე" მშვიდობის მისაღწევად, მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი, მათ შორის ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა ამბობს, რომ ომის დასრულების პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება. ამის პასუხად ზელენსკიმ ინტერვიუში მაგალითად მოიყვანა ის ქვეყნები, რომლებსაც თავს რუსეთი დაესხა და მათ ნაწილობრივ ოკუპირებას აგრძელებს.

"ნახეთ რაიმე კომპრომისი პუტინის მხრიდან სხვა საკითხებში? ჩეჩნეთში? საქართველოში? მოლდოვაში?" - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები