აშშ

ჯორჯიაში ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ 3 სენატორისთვის ბრალის წარდგენის რეკომენდაცია გასცა

სენატორი ლინდსი გრემი
JACQUELYN MARTIN / AP

ჯორჯიის შტატში ნაფიც მსაჯულთა გაფართოებულმა შემადგენლობამ 3 სენატორისთვის ბრალის წარდგენის რეკომენდაცია გასცა. სენატორები ამ დრომდე ფულტონის ოლქის პროკურორს, ფანი უილისს, რომელიც ჯორჯიის შტატში 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეს იძიებს, სამართალდარღვევაში არ დაუდანაშაულებია.

ნაფიცმა მსაჯულებმა ყოფილი სენატორების, კელი ლოფლერისა და დევიდ პერდუს, ასევე სამხრეთ კაროლინას სენატორის, ლინდსი გრემის წინააღმდეგ ბრალის წარდგენის რეკომენდაციას მხარი დაუჭირეს.

ნაფიც მსაჯულთა გაფართოებულმა კოლეგიამ მუშაობა გაზაფხულზე დაასრულა, თუმცა ანგარიში ნაწილობრივ მხოლოდ ახლა გავრცელდა.


ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის პროკურორმა დონალდ ტრამპს და მის 18 მოკავშირეს  2020 წელს ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის სისხლის სამართლის ბრალდება 2023 წლის 14 აგვისტოს წარუდგინეს. ბრალდებულებს შორისაა ტრამპის თეთრი სახლის ყოფილი შტაბის უფროსი, მარკ მიდოუსი და ყოფილი ადვოკატები რუდი ჯულიანი და ჯონ ისტმანი.

ფულტონის ოლქის პროკურორმა, ფანი უილისმა ტრამპისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის ბრალდებებზე გამოძიება 2021 წლის თებერვალში დაიწყო. 14 აგვისტოს საბრალდებო დასკვნის მიღების შემდეგ, მან გამოაცხადა, რომ ბრალდებულებს აძლევდა შესაძლებლობას ნებაყოფლობით ჩაბარებულიყვნენ არაუგვიანეს 25 აგვისტოს შუადღისა.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ბრალდებულები "შეგნებულად და განზრახ შეუერთდნენ შეთქმულებას, რათა უკანონოდ შეეცვალათ არჩევნების შედეგი ტრამპის სასარგებლოდ", რომელიც ოფიციალურად ჯო ბაიდენმა მოიგო.

24 აგვისტოს ტრამპი სამართალდამცველებს ჩაბარდა. მისი საპატიმრო ნომერია P01135809.

ფულტონის ოლქის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის, სკოტ მაკაფის თქმით, დონალდ ტრამპისა და მისი თანაბრალდებულების წინააღმდეგ ჯორჯიის არჩევნების გაყალბების საქმეზე დაგეგმილი სასამართლო პროცესი ტელევიზიით გაშუქდება.

კომენტარები