დონალდ ტრამპი

ტრამპის სასამართლო პროცესი ტელევიზიისა და Youtube-ის პირდაპირი ეთერით გაშუქდება

ფულტონის ოლქის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის სკოტ მაკაფის თქმით, დონალდ ტრამპისა და მისი თანაბრალდებულების წინააღმდეგ ჯორჯიის არჩევნების გაყალბების საქმეზე დაგეგმილი სასამართლო პროცესი ტელევიზიით გაშუქდება.

მოსამართლის მითითებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის საქმის განხილვა ასევე Youtube-ის პირდაპირ ეთერში იქნება.

დონალდ ტრამპს ბრალად ედება ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის ცვლილების მცდელობა. 

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატში, მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ არ დაესწრება აღნიშნულ საქმეზე  მომდევნო კვირაში გასამართ სასამართლო სხდომას.

ჯორჯიის შტატში, ფულტონის ოლქის მოსამართლემ დონალდ ტრამპისა და დანარჩენი 18 ბრალდებულის საქმის განხილვა 6 სექტემბერს ჩანიშნა, თუმცა, ყოფილი პრეზიდენტი კანონის მიხედვით ვალდებული არ არის, დაესწროს სასამართლო სხდომას.

კომენტარები