საქართველო-ევროკავშირი

"საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია" – ბორელი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოსეფ ბორელი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
Joseph Borrell Fontelles-ის სოციალური ქსელი - X (Twitter)

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოსეფ ბორელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ბორელმა შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში, (ყოფილი Twitter) დაწერა და აღნიშნა რომ შეხვედრა ემსახურებოდა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზასა და რეგიონული უსაფრთხოების შესახებ სიტუაციების განხილვას. 

"კარგი შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს გზაზე ევროკავშირისა და რეგიონული უსაფრთხოების სიტუაციის შესახებ. საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ევროპული მომავლისკენ მიმავალ პროგრესზე ერთად მუშაობენ" - თქვა ბორელმა.  


შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საქართველოშია.

პარასკევს, 8 სექტემბერს, ბორელმა საქართველოს პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან პრესკონფერენციაზე შეხვედრისას ისაუბრა საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულებასთან და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ბორელმა დარჩენილი პუნქტების შესრულებისაკენ მოუწოდა საქართველოს და თქვა რომ ამ დრომდე მხოლოდ 3 მათგანი შესრულდა, ხოლო შეუსრულებელია 9 პუნქტი. 

ამასთანავე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით: "ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას" - თქვა ბორელმა.  

კომენტარები