საქართველო-ევროკავშირი

ჯოზეფ ბორელი საქართველოშია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საქართველოშია. ბორელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

დღეს, 19:30-ზე ბორელი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ბრიფინგს გამართავს. გარდა ამისა, 2-დღიანი ვიზიტის დროს, ბორელს შეხვედრები დაგეგმილი აქვს საქართველოს პრემიერმინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

კომენტარები