რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მიშელი: მარცვლეულით დატვირთულ გემებს შავ ზღვასთან უსაფრთხო წვდომა უნდა ჰქონდეთ

Yves Herman/Reuters

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, მარცვლეულით დატვირთულ გემებს შავ ზღვასთან უსაფრთხო წვდომა უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ მიშელმა ინდოეთში, G20-ის სამიტის დაწყვებამდე ისაუბრა.

მიშელის თქმით, რუსეთმა აუცილებლად უნდა შეაჩეროს უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკირება და დაბომბვა.

"მსოფლიოში 250 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის დეფიციტს განიცდის. უკრაინაზე თავდასხმით, კრემლი მათ იმ სურსათის გარეშე ტოვებს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდებათ. სამარცხვინოა, რომ რუსეთი "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" დატოვების შემდეგ უკრაინული პორტების ბლოკირებას ახდენს და მათზე თავდასხმას ახორციელებს. ეს უნდა შეჩერდეს. მარცვლეულით დატვირთულ გემებს შავ ზღვასთან უსაფრთხო წვდომა უნდა ჰქონდეთ". - თქვა მიშელმა.

ამავდროულად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ცინიკური უწოდა კრემლის შეთავაზებას ღარიბ აფრიკულ ქვეყნებში მარცვლეულის უსასყიდლოდ გაგზავნასთან დაკავშირებით.

ამასთან, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას სურსათის ალტერნატიული მარშრუტებით ექსპორტში.

კომენტარები