საქართველო-ევროკავშირი

ბოკერია ბორელის ვიზიტზე: ნორმალური მთავრობა უნდა ლობირებდეს გაწევრებაზე საუბრის დაწყებას

ჩვენ რომ ნორმალური და არა ასეთი პუტინისტური სულისკვეთების მთავრობა გვყავდეს, ამ ვიზიტზე, აქამდეც და მერეც უნდა ლობირებდეს და აწვებოდეს საკითხს არა მხოლოდ კანდიდატობის სტატუსის, არამედ გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების, როგორც ამას აკეთებს და ცდილობს უკრაინა და მოლდოვა. თუმცა, ჩვენ არ გვყავს ნორმალური მთავრობა და სანამ ამ მთავრობას დემოკრატიულად არ გამოვცვლით ჩვენ ჩვენს ისტორიულ ამოცანას ვერ მივაღწევთ, ვერ გავხდებით NATO-ს წევრი,  ვერ დავბრუნდებით ამ სამყაროში და ვერ დავუახლოვდებით ევროკავშირს. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის ვიზიტზე.

კომენტარები