ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება, დაკავშირებადობა არ იწვევენ საქართველოს და გრჩება შთაბეჭდილება, რომ შეხვედრა არის ორგანიზებული მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველო არ მიიწვიონ და ამან რაღაც ერთდღიანი დღის წესრიგი შექმნას ქვეყნის შიგნით და ისაუბრონ ამ თემაზე.
უბრალოდ უინტერესოა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება გლობალურად სამყაროში, ჩვენს რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და უფრო მნიშვნელოვანია, რომ თვალყური ვადევნოთ მას.




