ქალაქ ჩელიაბინსკში მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრების გამოსავლენად კონდუქტორებს "მოხალისეთა სახალხო რაზმი" დაეხმარა.
რაზმელებს ნაწილს სამხედრო Z-სიმბოლოიანი კამუფლიაჟი ეცვათ და შავი ნიღბები ეკეთათ.
ტრანსპორტის მუნიციპალურ სამსახურში განაცხადეს რომ რაზმელებთან თანამშრომლობას მუდმივი სახე მიეცემა.
ჩელიაბინსკის მერიის განცხადებით რაზმელები ტანსაცმელი თავად შეარჩიეს: "ჩვენი თანამშრომლები არ არიან, შესაბამისად მათზე დრეს-კოდი არ მოქმედებს".