რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ენტონი ბლინკენი 6 სექტემბერს უკრაინაში ჩავა – მედია

ენტონი ბლინკენი
CNN

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის დედაქალაქ კიევს 6 სექტემბერს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

ბოლოს ბლინკენი უკრაინას ერთი წლის წინ ეწვია. 2022 წლის აპრილში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინაში აშშ-ს თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად ჩავიდა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების შესახებ სწორედ ამ ვიზიტის დროს განაცხადეს. 

კომენტარები