რუსეთ-უკრაინის ომი

შოიგუს თქმით, ბრძოლის მთავარი აქცენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაზეა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ
REUTERS

დღეს, 5 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ 18-თვიან ომში ამჟამად მთავარი აქცენტი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ზაპოროჟიეს რეგიონზეა. 

შოიგუმ რუს სამხედრო ოფიცრებს უთხრა, რომ სარეზერვო ბრიგადებს, რომელთაც უკრაინა ომში აქტიურად იყენებს, კიევის დასავლელი მოკავშირეები წვრთნიდნენ. 

ამასთანავე, ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW ) გეოლოკაციურ კადრებზე დაყრდნობით წერდა, რომ დღეს, 5 სექტემბერს უკრაინულმა ქვეითმა ჯარმა რუსეთის ტანკსაწინააღმდეგო თხრილებისა და ნაღმების მიღმა ტერიტორიაზე გაღწევა შეძლო. თუმცა, როგორც ანალიტიკური ცენტრი განმარტავს, ეს არ ნიშნავს რომ რუსეთის თავდაცვის სისტემა სრულად მოიშალა. 

ამავე ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედრო ძალებმა უახლეს წინსვლას სწორედ სამხრეთით მიაღწიეს - სწორედ იმ დროს, როდესაც კონტრშეტევა აქტიურ ფაზაშია. 

კომენტარები