რუსეთ-უკრაინის ომი

მეუფე საბა რუსეთის პატრიარქზე: მისი განცხადებები ომის წახალისება და გამართლებაა

ეკლესიისთვის, ჩვენ ვამბობთ, რომ თითოეული ადამიანი და ნებისმიერი განხეთქილება არის ძალიან დიდი ტკივილი და ყველაფერს უნდა აკეთებდეს ეკლესია, რომ ეს მოგვარდეს და მოიყვანოს იმ ჩარჩოებში, რასაც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება, სახარებისეული სწავლება ჰქვია.

ამ შემთხვევაში, როდესაც გამონაკლისი არც მე არ ვარ და ისე ნუ დავხატავთ, რომ მხოლოდ მეუფე საბას აქვს ეს აზრი. [...] ძალიან კრიტიკული იყო რუსეთის ეკლესიის პატრიარქის მიმართ ამ მართლაც ქრისტიანობას მოკლებული… საერთოდ ვერ უწოდებ ქრისტიანობას, შეცვალა მთლიანად ქრისტიანული თეოლოგია ომთან დაკავშირებით და დამოკიდებულება, თუ როგორი უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ეკლესიას. პირიქით, ომის წახალისება უფრო არის მისი განცხადებები და გამართლება, ვიდრე მშვიდობისაკენ და სიყვარულისკენ მოწოდება და ომის დასრულებისკენ. ცნობილი მისი ქადაგებებია, ამასთან დაკავშირებით, რომელიც ყოველთვის დაიგმო, როგორც საქართველოს ეკლესიაში არაერთმა მღვდელთმთავარმა და ზოგადად, მსოფლიო ეკლესიის წიაღშიც. სხვადასხვა საპატრიარქოშიც დაგმეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ზოგადად მტკივნეული თემებია. დაძაბულობაა როგორც მსოფლიოში ზოგადად, ასევე თვითონ ეკლესიაშიც, მართლმადიდებელ ეკლესიაში. რუსეთის ეკლესიას აქვს გაწყვეტილი კავშირი, ცალმხრივად, მან გაწყვიტა კავშირი არაერთ საპატრიარქოსთან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, განხეთქილებას იწვევს ეკლესიაში და დაყოფას, მაგრამ მათი საუბარი ყოველთვის არის ულტიმატუმის ენით და ერთხელ და სამუდამოდ, ალბათ, უნდა დაესვას წერტილი, რომ ეკლესია არ არის რაღაც ორგანიზაცია, რომ რომელიმე ავტოკეფალიური ეკლესია მეორე ავტოკეფალიურ ეკლესიას ულტიმატუმებით ესაუბრებოდეს, რასაც რუსეთის ეკლესია აკეთებს, სამწუხაროდ.

თქვა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა ფორმულასთან ინტერვიუში.

რუსეთის პატრიარქი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან რუს სამხედროებს მხარს უჭერს და უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებზე დუმს. პატრიარქი კირილი ამბობს, რომ უკრაინაში ომი მესამე მხარემ "გააჩაღა", რომელსაც არ მოსწონდა რუსეთის გაძლიერება და მის დასასუსტებლად "ძმური ერი" გამოიყენა.

კომენტარები