რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
დარტყმის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის ცნობით, ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის ერთი რაკეტა.
იერიშის შედეგად დაზიანდა სატრანსპორტო ობიექტი და კიდევ ათობით შენობა, მათ შორის: ბანკი, ბენზინგასამართი სადგური, სასტუმრო, ავეჯის საწარმო, ადმინისტრაციული შენობა, სოფლის მეურნეობის ფირმა და ორი საცხოვრებელი სახლი.