ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ადგილას დაღუპულთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება.
რუსულ მედიაში წერენ, რომ აღმოჩენილია 7 ან 8 პირის ცხედარი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.
როსავიაციის ინფორმაციით რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.
თვითმფრინავი Embraer-ი ტვერის ოლქში საღამოს ჩამოვარდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კადრებიც.
რუსეთის გადაუდებელ სიტუაციათა სამინისტროში აცხადებენ, რომ წინასწარი ინფორმაციით ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე 10 მგზავრი, მათ შორის 3 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა და ყველა მათგანი მოკვდა. ამავე ინფორმაციით, თვითმფრინავი მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგი რეისს ასრულებდა.
ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ტელეგრამ-არხ GREY ZONE-ზე ირწმუნებიან, რომ თვითმფრინავი, რომელიც პრიგოჟინს ეკუთვნოდა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს.





