რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა ყირიმს სამხედრო გზით გაათავისუფლებს, თუ რუსეთი თავად არ დატოვებს მას – დანილოვი

ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა თქვა, რომ უკრაინა, დიდი ალბათობით, სამხედრო გზით გაათავისუფლებს ყირიმს, თუ რუსეთი მას თავად არ დატოვებს. 

"ყირიმი ჩვენი ტერიტორიის ნაწილია და ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ იგი. მეტიც, ჩვენ მას გავათავისუფლებთ. სავარაუდოდ, ეს მოხდება სამხედრო გზით - თუ აგრესორ ქვეყანას ამ დროისთვის არ ესმის, რომ უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორია. სხვა არჩევანი არ გვაქვს". - თქვა დანილოვმა.

დანილოვის თქმით, ყირიმთან დაკავშირებით ნებისმიერი სხვა სცენარი სტატუს კვოს შენარჩუნებას ნიშნავს, ხოლო ოკუპანტი რუსეთი არასდროს არ იცხოვრებს მშვიდობიანად. 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ასევე თქვა, რომ ყირიმის განთავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია, თუმცა, ეს რთული იქნება. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება პრაგმატული სვლა 1991 წლის საზღვრების დაბრუნებისკენ.

"ეს არის ჩვენი პრაგმატიზმი - 1991 წლის საზღვრები. თუ ეს არ მოხდა, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ქვეყნის არსებობა მუდმივად საფრთხის ქვეშ იქნება. თუ ვინმეს განსხვავებული პრაგმატიზმი აქვს, მაშინ ეს მათი პრობლემაა და შეუძლიათ, თავიანთი პრაგმატიზმი თავიანთი ქვეყნების ტერიტორიაზე განახორციელონ". - თქვა დანილოვმა. 

კომენტარები