რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბერძნეთი უკრაინელ სამხედროებს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის გაწვრთნის

რუმინეთის საჰაერო ძალების F-16

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საბერძნეთი ე.წ. საჰაერო კოალიციას შეუერთდება და უკრაინელ მფრინავებს F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მართვას ასწავლის. ამის შესახებ მან საბერძნეთის პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან მოლაპარაკების შემდეგ ისაუბრა

"დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი საავიაციო კოალიციისთვის - საბერძნეთი F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის ჩვენი პილოტების წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს". - თქვა ზელენსკიმ ათენში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე მადლობა გადაუხადა მიცოტაკისს უკრაინის "თავისუფლების დასაცავად" მზაობისთვის. 

"მადლიერი ვართ, რომ საბერძნეთი უკრაინას თავდაცვის თვალსაზრისით მხარდაჭერას გაუწევს. ჩვენი გუნდები განიხილავენ შესაბამის დეტალებს". - თქვა ზელენსკიმ.

როგორც ცნობილია, უკრაინელმა პილოტებმა დანიაში F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე სწავლება უკვე დაიწყეს. 19-20 აგვისტოს დანიამ ნიდერლანდებთან ერთად ტრენინგების დასრულების შემდეგ თვითმფრინავების კიევისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მანამდე დანიის თავდაცვის მინისტრმა გააკრიტიკა რუსეთის ელჩი დანიაში, რომელმაც უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას "კონფლიქტის ესკალაცია" უწოდა.

ივლისის შუა რიცხვებში უკრაინამ და მისმა 11 პარტნიორმა სახელმწიფომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადების პირობებს განსაზღვრავს. 

კომენტარები