რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე ეინდჰოვენში, 2023 წლის 20 აგვისტო.
AP

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად ნიდერლანდებში ჩავიდა

ზელენსკი ნიდერლანდების პრემიერმინისტრს, მარკ რუტეს შეხვდა. 

"იქნება მოლაპარაკებები პრემიერმინისტრ მარკ რუტესთან. საკვანძო თემაა F-16-ების მიწოდება უკრაინისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი რუსული ტერორისგან." - თქვა ზელენსკიმ შეხვედრამდე.

მანამდე, 17 აგვისტოს აშშ-ს სახელწმიფო მდივნის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აშშ-მ ნიდერლანდების მიერ უკრაინისთვის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე ნებართვა გასცა. 

"ამერიკის მთავრობამ რამდენჯერმე თქვა, რომ იარაღის გადაცემა წვრთნის ეტაპის ბუნებრივი გაგრძელებაა. ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ ახლო მოკავშირეებთან და მე ვფიქრობ, ახლო მომავალში მზად ვიქნებით, რომ უფრო კონკრეტული ინფორმაცია გავავრცელოთ" - თქვა დანიის თავდაცვის მინისტრმა იაკობ ელემან-ჯენსენმა საინფორმაციო სააგენტო Ritzau-სთან. 

კომენტარები