მწერალთა სახლი

დუმბაძე: ჩემი კანდიდატურა იმიტომ გაჩნდა, რომ თავგადაკლული ვარ ლიტერატურაზე

ფიქრიც კი არ მაქვს მაგაზე, რომ მე რაღაცა კატეგორიულ მოთხოვნებს მივიღებ და მითითებებს, აქ არის ნდობის საკითხი, მხოლოდ იმ თვისებების გამო გაჩნდა ეს ჩემი კანდიდატურა, რომ თავგადაკლული ვარ ლიტერატურაზე, ეს არის ჩემთვის უზენაესი ღირებულება - მწერალი და მისი შემოქმედება, მე ვიცი, როგორ იქმნება და რა ძალისხმევა სჭირდება თითოეულ სიტყვას, მე ეს მინახავს ჩემი თვალით და მე ამაში გავიზარდე.

მწერალთა სახლის ახალდანიშნული დირექტორი ქეთი დუმბაძე TV იმედთან.

საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბრძანება უკვე გამოსცა.

კომენტარები