სტიქია რაჭაში

შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს – ჯამში, ნაპოვნია 12 ცხედარი

შსს

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ამ დროისთვის, ჯამში, ნაპოვნია 12 ცხედარი. 5 აგვისტოს დილის მონაცემებით, ნაპოვნი ცხედრებიდან იდენტიფიცირებული იყო 6 - მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, ცხედრები დაზიანებულია, ამოცნობისთვის ჩატარდება დნმ-ის ანალიზი. 

ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 25-მდე ადამიანს - მათ, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. ადგილიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს ყველა მოქალაქე, რომელიც სტიქიის ეპიცენტრიდან უსაფრთხო ადგილას იყო გადაყვანილი.

სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.  

 

კომენტარები