სტიქია რაჭაში

შოვში ალინა პოლიკოვსკას ვაჟის დაღუპვა დნმ-ის ანალიზით დადასტურდა

დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ რაჭაში, სტიქიის ზონაში 10 სექტემბერს  ნაპოვნი ბავშვის ცხედარი ზაზა მესხის ცოლის, ალინა პოლიკოვსკას ვაჟს ეკუთვნის. ინფორმაციას ბავშვის მამა ავრცელებს.

ამ დრომდე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 32 ადამიანის ცხედარი იპოვეს,  ყველა მათგანის ვინაობა ცნობილია. სტიქიის ზონაში მაშველები ერთ ადამიანს, ზაზა მესხის მცირეწლოვან შვილს ეძებენ.

რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.

კომენტარები