საქართველო-რუსეთი

ზურაბიშვილი: ვამაყობ ხალხით, რომელმაც რუსეთის ახალი პროვოკაცია მშვიდობიანად გააპროტესტა

ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს.

შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის. 

წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. გუშინ, 27 ივლისს ბათუმში მოქალაქეები შეიკრიბნენ პორტში გაჩერებული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-სთან, რომელმაც მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები ბათუმში შემოიყვანა

კომენტარები