რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინული მედია: მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაცია იყო

დრონის იერიშის შედეგად დაზიანებული შენობა მოსკოვში
Максим Шеметов / Reuters / Scanpix / LETA

Українська правда-ს წყაროს თქმით, მოსკოვზე განხორციელებული დრონებით თავდასხმა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცოპერაცია იყო. 

"მოხალისეებისა და სტრუქტურების კოოპერაცია გვაძლევს კარგ რეზულტატებს, გაგრძელება იქნება". – თქვა მედიის წყარომ, რომელიც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მუშაობს. 

წყაროს თქმით, მოსკოვს ყველა გაშვებულმა დრონმა მიაღწია.

24 ივლისის გამთენიისას მოსკოვში ორი დრონი ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმა იყო.

"ჩვენ გვყავს შინაგანი ქვედანაყოფი, რომელიც დაკავებულია უპილოტო საფრენი აპარატებით. ვმონაწილეობთ სხვადასხვა სპეცოპერაციებში, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე. რამდენად შორს მივფრინავთ, რა თქმა უნდა, ამის თქმა არ შემიძლია". – ინტერვიუ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსის შტაბის მეთაურთან.

აშშ-ში ბაზირებული საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, რობ ლი საკუთარ Twitter-ზე წერს, რომ კომსომოლის ქუჩაზე დრონის ჩამოვარდნის ლოკაცია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრიდან თითქმის 200 მეტრში მდებარეობს.

ამას გარდა Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტი, ხრისტო გროზევი ამბობს, რომ კომსომოლის ქუჩაზე დრონის ჩამოვარდნის ადგილის მახლობლად მდებარეობს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) "კიბერმებრძოლების" შენობის წინ. მისივე თქმით, აქედან მუშაობს ჰაკერული ჯგუფი FancyBear-ი. გროზევმა ასევე აღნიშნა, რომ აქვე მდებარეობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უნივერსიტეტი და ГРУ-ს გასაიდუმლოებული ობიექტები. მისი შეფასებით, ობიექტებს სულ მცირე ზიანი მაინც მიადგა, რადგან ფოტოებში ჩამსხვრეული ფანჯრები ჩანს.

24 ივლისს დრონებით იერიშები მიიტანეს ოკუპირებულ ყირიმზეც. ჯანკოის რეგიონში დაზიანდა საბრძოლო მასალის საცავი.

კომენტარები