საქართველოს პარლამენტი

ღუდუშაური: რამდენი რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ, ყველა არახამია რომ გახდეს, არაფერი შეიცვლება

ისე შორს როდესაც წავიდნენ და კონკრეტული დასახელებები მოაყოლეს, თურმე რითი არის სააკაშვილი მოწამლული, ამის ფონზე, როცა აზიანებს ქვეყანას, უნდა გამოხვიდე და ბოდიში მოიხადო, თუ შენ მართლა გულწრფელად გინდა იმ ქვეყანასთან და იმ ქვეყნის ხალხთან მეგობრობა.

[...]ამ ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული მთავრობა, რომელიც ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. აქედან გამომდინარე, რამდენი რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ, სულ რომ ყველა რადას წევრი არახამია გახდეს ერთ მშვენიერ დღეს, ღმერთმა დაიფაროს უკრაინა ამისგან, მაგრამ მაინც ვერაფერს შეცვლიან, რადგან ჩვენ ჩვენს სუვერენიტეტს დავიცავთ. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური.

14 ივლისს რადაში რეზოლუცია დარეგისტრირდა, რომელშიც დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებასა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. 

მანამდე , 13 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ წერილში ევროპარლამენტის 44 წევრისგან შემდგარმა ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეეძლება მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

კომენტარები