საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური

TV იმედი/საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს შეხვდა. მათივე ინფორმაციით, "დღესვე შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აუდიენცია რომის პაპთან ლეო XIV-სთან".

"შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი იყო. კარდინალი პიეტრო პაროლინი ამ ურთიერთობებში არსებული პრობლემატიკით დაინტერესდა.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების, ისე ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

დღესვე შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აუდიენცია რომის პაპთან ლეო XIV-სთან.

შეხვედრებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით მექვაბიშვილი მონაწილეობდნენ" - წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები