პარლამენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე წლის 27 ივნისს, პლენარულ სხდომაზე, ირაკლი კობახიძე "სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით წარდგება". ამასთან დაკავშირებით, იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში არ შეუშვებენ არც ონლაინმედიას.
"დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა" - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტი
კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ





