Tbilisi Pride

დეგნანი PRIDE-ზე: თავს ყველა უფრო დაცულად იგრძნობს, როცა ვიდეოზე მყოფ ადამიანებს დააპატიმრებენ

მინდა, გამოვეხმაურო გასულ შაბათს, ლისის ტბაზე განვითარებულ მოვლენებს. ძალიან სამწუხარო იყო ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც სავსე ივნენ სიძულვილით, ძალადობის გამოყენება მშვიდობიანი, დახურული კონცერტის ჩასაშლელად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამბობენ, რომ მოქმედებენ ღმერთის სახელით. ხალხი შეიძლება, ვერ თანხმდებოდეს ბევრ საკითხზე, მაგრამ შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ ქრისიტიანული ღირებულებები, უპირველეს ყოვლისა, არის თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა, პატივისცემა, იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.

გასულ წელს ვნახეთ, რომ პოლიციამ იცის, როგორ დაიცვას მოქალაქეები და გააკონტროლოს მომიტინგეები. წინა კვირას, შაბათის ღონისძიების წინა დღეს დამარწმუნეს, რომ შსს-ს მაღალჩინოსნები მომიტინგეებს პოლიციის პერიფერიის გარღვევის უფლებას არ მისცემდნენ და მომიტინგეები უსაფრთხო დისტანციას დაიცავდნენ კონცერტზე დამსწრე ხალხისგან, არცერთი არ მომხდარა. ჩვენ ასეთი ვერაფერი ვნახეთ. ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ მიეცათ არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ ადგილზე შესვლისა და პოლიციის მხრიდან უპასუხოდ ვანდალიზაციის, გაძარცვისა და ქონების განადგურების უფლება.

ძალიან შემაშფოთებელია იმის დანახვა, თუ რა არის თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე თავდასხმების ერთი შეხედვით კოორდინირებული სერია. ეს ექსტრემისტები, რომლებიც შაბათს ვნახეთ, იყვნენ იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც მოაწყვეს ძალადობა 2021 წელს. ისინი არიან Facebook-ის ვიდეოებში, მხარს უჭერენ, ძალადობისკენ მოუწოდებენ, ამბობენ, რომ თბილისის ქუჩებში სეირნობისას ყბების დამტვრევას და სისხლის დაღვრას აპირებენ, ემუქრებიან ხალხს ძალადობით და ამაყად ამბობენ, რომ ისინი ძალადობის მომხრე არიან. ვფიქრობ, თბილისში ყველა თავს უფრო დაცულად იგრძნობს, როცა ვიდეოზე მყოფ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან.

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი 8 ივლისს, პრორუსული ძალების მიერ TBILISI PRIDE ფესტივალის დარბევას გამოეხმაურა. 

კომენტარები