პრიგოჟინის ამბოხება

ვაგნერმა რუსეთს ტანკები და იარაღი გადასცა – რუსეთის თავდაცვა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერმა მთელი თავისი სამხედრო აღჭურვილობა რუსეთის რეგულარულ არმიას გადასცა.

სამინისტროს ინფორმაციით, ვაგნერმა დათმო 2000-ზე მეტი იარაღი და სხვა სისტემები, მათ შორის ძირითადი საბრძოლო ტანკები, როგორიცაა T-90, T-80 და T-72B3.

ვაგნერის მიერ იარაღის დათმობა მოჰყვა მისი დამფუძნებლის, ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის ამბოხებას, რომელიც წარუმატებლად დასრულდა.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

კომენტარები