რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის საწარმოს მომდევნო 12 კვირის განმავლობაში გახსნის

Rheinmetall-ის აღმასრულებელი დირექტორი, არმინ პაპერგერი დგას Marder-ის განახლებული ქვეითი საბრძოლო მანქანების წინ. 2022 წლის 14 ივლისი, გერმანია
Julian Stratenschulte/picture alliance/Getty Images

იარაღის მწარმოებელი გერმანული კომპანია Rheinmetall-ი უკრაინის ტერიტორიაზე ჯავშანტექნიკის საწარმოს მომდევნო 12 კვირის განმავლობაში გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ არმინ პაპერგერზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, გერმანიის იარაღის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების გაწევის სწავლების მიზნით უკრაინელებს შესაბამის ტრენინგებს ჩაუტარებს. 

"უკრაინელები საკუთარ თავს უნდა ეხმარებოდნენ. თუ ისინი მუდმივად დაელოდებიან დახმარებას ამერიკისგან ან ევროპისგან მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში, ეს შეუძლებელია". - თქვა პაპერგერმა. 

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ უკრაინის მიწაზე შეძლებენ 200 მილიონი ევროს (218 მილიონი დოლარი) ღირებულების საბრძოლო ტანკების ქარხნის გახსნას, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 400 ტანკის წარმოება შეეძლება.

ამასთან, Rheinmetall-ი იმუშავებს უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანია Ukroboronprom-სთან პარტნიორობით იფუნქციონირებს. 

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, Rheinmetall-ის საწარმოს უკრაინაში აშენების შემთხვევაში, რუსეთს საპასუხო რეაქცია ექნება. 

თუმცა, როგორც არმინ პაპერგერი ამბობს, საწარმო დაცული იქნება რუსეთის პოტენციური სარაკეტო შეტევისგან.

"ახლა უკრაინაში არის შეიარაღების მწარმოებელი ბევრი ქარხანაა, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთი საწარმო დაემატება. ჩვენ შევძლებთ მის დაცვას". - თქვა მან. 

მისივე თქმით, Rheinmetall-ი გეგმავს გაზარდოს საარტილერიო ჭურვების წლიურ წარმოება 100 000-დან 600 000-მდე, რომლის დიდ ნაწილსაც უკრაინას გაუგზავნიან. 

პაპერგერმა ასევე დასძინა, რომ თეორიულად მის კომპანიას უკრაინის საარტილერიო საბრძოლო მასალის 60%-ის უზრუნველყოფა შეუძლია.

კომენტარები