ავტოსაგზაო შემთხვევა

მელიქიშვილის გამზირზე მოტოციკლი და ავტომანქანა შეეჯახნენ, დაშავებულია მოტოციკლის მძღოლი

კადრი თვითმხილველის ვიდეოდან 

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის ინფორმაციით, მოტოციკლისტი მანქანას შეეჯახა. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუმარტეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი, რომელი სასწრაფო დახმარების სამსახურმა სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანა. ამავე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. 

კომენტარები