შეძრწუნებული ვარ, რომ მზადებისა და პრევენციული ზომების მიუხედავად, პრაიდის ფესტივალი ჩაიშალა. ხელისუფლებას მოვუწოდებ, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი უზრუნველყოს, ვინც აგრესიული გზით მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას ხელი შეუშალა.
tbl.ge/6fon
დაკოპირდა

წერს ტვიტერზე დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი. ქოც-ორკებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე Tbilisi Pride ფესტივალისთვის გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.
Tbilisi Pride-ის განცხადებით, სამართალდამცველებმა ტერიტორიის დაცვა ვერ შეძლეს და მათი ევაკუაცია გახდა საჭირო.
ამავე თემაზე
- TBILISI PRIDE: ჩაგრულ ჯგუფებზე ძალადობა არის არა ხალხის ნება, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება
- Tbilisi Pride: ამ ზაფხულს ფიზიკურ ღონისძიებებს არ გავმართავთ
- კობახიძე დეგნანზე: ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით შეკვეთების მიცემა ელჩის საქმე არაა
- კალაძე Pride-ზე: თუ რამე არსებობს, ყველა უნდა დაისაჯოს, ასევე, არ უნდა ახალისებდეს მე-2 მხარე
- დეგნანი PRIDE-ზე: თავს ყველა უფრო დაცულად იგრძნობს, როცა ვიდეოზე მყოფ ადამიანებს დააპატიმრებენ




