რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტს ხანძარი გაუჩნდა – მალაშკო

ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს თქმით, რუსებმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტს ხანძარი გაუჩნდა.

"იერიში S-300-ის ტიპის ჭურვებით შუა დღით მიიტანეს ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, რომელიც მრავალათასიან ქალაქში მდებარეობს. ერთ-ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. დაბომბვის შედეგების აღმოფხვრაზე სპეციალისტები მუშაობენ". - ამბობს მალაშკო.

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ ერთ-ერთი გეგმის მიხედვით, რუსეთი აპირებს უკრაინისთვის გადაცემის შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დისტანციურად ააფეთქოს.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთი სადგურის გათავისუფლებას ომის გაყინვის მიზნით გეგმავს. მისივე თქმით, ოკუპანტებს ეს სვლა ჯარის გასაძლიერებლად და ძალის მოსაკრებად სჭირდებათ. 

ამასთანავე, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანდათანობით დატოვება დაიწყეს. თანამშრომელთა ნაწილს სადგურის 5 ივლისამდე დატოვება დაევალათ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლეკსი დანილოვმა თქვა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის მხრიდან შესაძლო ტერორისტული თავდასხმა განიხილება, როგორც "ატომური იარაღის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ".

კომენტარები