რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა: რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ტოვებენ

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან
РИА Новости

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანდათანობით დატოვება დაიწყეს. თანამშრომელთა ნაწილს სადგურის 5 ივლისამდე დატოვება დაევალათ.

“ბოლო მონაცემებით, საოკუპაციო დანაყოფები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას თანდათანობით ტოვებენ. სადგური პირველად როსტომის სამმა თანამშრომელმა დატოვა, რომლებიც რუსების მოქმედებებს ხელმძღვანელობდნენ”. - ვკითხულობთ დაზვერვის Telegram-ზე.

ოკუპანტებს ურჩევენ ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ.

დაზვერვის ინფორმაციით, ნახევარკუნძულზე უკვე გაემგზავრნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მანცუროვა, მთავარი ინსპექტორი შტატსკი და მიწოდების სადგურის უფროსის მოადგილე გუბარევი.

ამასთან, დაზვერვის ცნობით, სადგურზე დარჩენილ პირებს დაევალათ, რომ გადაუდებელი შემთხვევები უკრაინისთვის დაებრალებინათ.

კომენტარები