ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

ზელენსკი: რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დისტანციურად აფეთქებას განიხილავენ

რუსი ჯარისკაცი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურთან, 1 მაისი
Andrey Borodulin/AFP/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ერთ-ერთი გეგმის მიხედვით, რუსეთი აპირებს უკრაინისთვის გადაცემის შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დისტანციურად ააფეთქოს.

"[ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებისთვის] ისინი ეძებენ ფორმატს და მომენტს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, სადგურის უკრაინისთვის გადაცემის შემდეგ, იგი დისტანციურად ააფეთქონ. 

როცა სადგურს ჩავიბარებთ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ იგი კარგად და დეტალურად უნდა შეამოწმოს. რუსეთი კი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ვიცით ამ გეგმის შესახებ, რომელიც საშიში მთელი მსოფლიოსთვისაა". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთი სადგურის გათავისუფლებას ომის გაყინვის მიზნით გეგმავს. მისივე თქმით, ოკუპანტებს ეს სვლა ჯარის გასაძლიერებლად და ძალის მოსაკრებად სჭირდებათ. 

ამასთანავე, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანდათანობით დატოვება დაიწყეს. თანამშრომელთა ნაწილს სადგურის 5 ივლისამდე დატოვება დაევალათ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლეკსი დანილოვმა თქვა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის მხრიდან შესაძლო ტერორისტული თავდასხმა განიხილება, როგორც "ატომური იარაღის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ".

კომენტარები