მასობრივი აქციები საფრანგეთში

მარსელში პროტესტის დროს 27 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, პოლიცია იყოს

პარიზი, საფრანგეთი. 2023 წლის 2 ივლისი
Juan Medina, Reuters

საფრანგეთის ხელისუფლება საპროტესტო აქციების დროს მარსელში 27 წლის მამაკაცის სიკვდილში პოლიციის შესაძლო ჩართულობას იძიებს.

"მამაკაცი გარდაიცვალა გულის გაჩერებით მას შემდეგ, რაც მან იგრძნო "ძლიერი შოკი მკერდში", რომელიც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო პოლიციის მიერ გამოყენებული ჭურვით."- თქვა მარსელის პროკურორმა, დომინიკ ლორენსმა.

პროკურატურის ინფორმაციით, უცნობია, მონაწილეობდა თუ არა გარდაცვლილი არეულობაში. ის საპროტესტო აქციების ტერიტორიაზე, გარდაცვალების დროს სკუტერს მართავდა.

გარდაცვლილის მეუღლემ თქვა, რომ ის მხოლოდ იღებდა იმას, რაც ხდებოდა გარშემო ხდებოდა  და არ მონაწილეობდა არეულობაში.

"მე მჭირდება განმარტება."- თქვა მან.

ასობით დაკავებული, დამწვარი მანქანები, დაზიანებული შენობები – რა ხდება საფრანგეთში?

გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა ალჟირელი და მაროკოელი წარმოშობის 17 წლის ფრანგ მოზარდს სასიკვდილოდ ესროლა.

ნანტერიდან - პარიზის მუშათა კლასის გარეუბნიდან, სადაც მოზარდი მოკლეს, ჩრდილოეთ ქალაქ ლილამდე და ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქ მარსელამდე, დემონსტრანტებმა დაწვეს მანქანები, დააზიანეს შენობები და ავტობუსების გაჩერებები.

პარიზში პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებია ხალხს არეულობის დასრულებისკენ მოუწოდებს

ნაჰელის ბებიის თქმით, მეამბოხეები 17 წლის მოზარდის სიკვდილს ნგრევის გამომწვევ საბაბად იყენებდნენ, ხოლო ოჯახს სიმშვიდე სურს.

როგორც ჩანს, ძალადობა თანდათან მცირდება. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯერალდ დარმანინის ოფისის განცხადების მიხედვით, 45 000 პოლიციელი კვლავ ქუჩაში რჩება.

 

კომენტარები