მასობრივი აქციები საფრანგეთში

პარიზში პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებია ხალხს არეულობის დასრულებისკენ მოუწოდებს

პარიზი, საფრანგეთი. 2023 წლის 2 ივლისი
Juan Medina, Reuters

პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებიამ ხალხს არეულობის დასრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო, Reuters-ი ავრცელებს

ნაჰელის ბებიის თქმით, მეამბოხეები 17 წლის მოზარდის სიკვდილს ნგრევის გამომწვევ საბაბად იყენებდნენ, ხოლო ოჯახს სიმშვიდე სურს.

"მე ვეუბნები მათ [აჯანყებულებს], რომ შეწყვიტონ. ნაჰელი მოკვდა. [ამ ტრაგედიის გამო] ჩემი ქალიშვილი დაკარგულია, მისმა სიცოცხლემ აზრი დაკარგა". - ამბობს მოკლული მოზარდის ბებია.

პარიზის გარეუბნის მერის, ინსენტ ჟანბრუნის თქმით, 2 ივლისის დილას მის სახლს თავს დაესხნენ და მისი ოჯახის მკვლელობა სცადეს. 

საფრანგეთში მასობრივი დემონსტრაციები პოლიციის მიერ 17 წლის ალჟირელი მოქალაქის მკვლელობას მოჰყვა. პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს სავარაუდოდ მას შემდეგ ესროლა, რაც მისი ავტომობილი მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს. ოფიცერი ამჟამად დაკავებულია და მისი დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

მოქალაქე 1-ელ ივლისს პარიზის გარეუბნის, ნანტერის მეჩეთში დაკრძალეს. ალჟირელი ბიჭი სწორედ ამ უბანში მოკლეს და მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებაც აქ დაიწყო.

იმისდა მიუხედავად, რომ მოკლულის დედა მხოლოდ ოფიცერს ადანაშაულებს, მკვლელობამ მაინც მასობრივი სახე მიიღო.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ნაჰელის სიკვდილს ინსტრუმენტად იყენებენ  და მოზარდის სიკვდილით ექსპლუატაცია მიუღებელია.

"არსებული ვითარება მიუღებელი და გაუმართლებელია". - აღნიშნავს მაკრონი. ასევე, პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადა, თუმცა, განმარტა, რომ გატარდება რიგი ღონისძიებები საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად.

ამასთან, პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გერმანიაში დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი გადადო.

კომენტარები