საქართველო-უკრაინა

დეგნანი: საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი ჰყავთ, იმედია, შეძლებენ გადალახონ ეს ვითარება

ცხადია, ძალიან დაძაბული დროა. რუსეთი ახორციელებს უზარმაზარ ზეწოლას უკრაინასა და საქართველოზე. რაც თავიდანვე ვთქვით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და უკრაინისთვის, რომ გაერთიანდნენ. მათ საერთო მტერი ჰყავთ და სჭირდებათ ერთიანობა. ვიმედოვნებ, რომ დიპლომატიური დისკუსიებით და კერძო საუბრებით საქართველო და უკრაინა შეძლებენ, გადალახონ ეს ვითარება

თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. [საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი]

კომენტარები