ბარბი

ვიეტნამის კინოგაქირავებაში ბარბის ჩვენება აიკრძალა

ვიეტნამის ხელისუფლებამ ადგილობრივ კინოგაქირავებაში ფილმ ბარბის ჩვენება აიკრძალა.

მიზეზი ფილმში ნაჩვენები რუკაა, რომელზეც პარასელის კუნძულები ჩინეთს ეკუთვნის. პარასელის კუნძულები სადავო ტერიტორიაა, რომელზეც პრეტენზიას ვიეტნამი, ჩინეთი და ტაივანი გამოთქვამს. 

კინოსტუდია Warner Bros.-ს, რომელიც ბარბის დისტრიბუტორია კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია. 

გრეტა გერვიგის ახალი ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 20 ივლისს გამოვა. კომედიურ სურათში მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ.

კომენტარები