ბარბი

ბარბი 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

ბარბი მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ ბლოკბასტერების სეზონი დასრულდა, ხოლო დიუნის გამოსვლის თარიღი 2024 წელს გადაიწია, გრეტა გერვიგის კომედიას ვეღარავინ გადაასწრებს.

ამ დროისთვის ბარბის 1.36 მილიარდი დოლარი აქვს გამომუშავებული. ფილმი ჯერ კიდევ გადის მსოფლიო კინოგაქირავებაში, შესაბამისად ციფრი საბოლოო არ არის. 

აქამდე 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი კომპიუტერული თამაშის ეკრანიზაცია Super Mario Bros. იყო. ანიმაციურმა ფილმმა 1.359 მილიარდი დოლარი მოიპოვა.

ბარბი კინოსტუდია Warner Bros.-ის ფინანსურად ყველაზე წარმატებული პროექტია. 12 წლის განმავლობაში სტუდიის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი ჰარი პოტერის მერვე ნაწილი იყო.

ბარბის დიდ ეკრანზე ნახვა მაყურებელს საქართველოს კინოთეატრებში ჯერ კიდევ შეუძლია.

კომენტარები