ბარბი

ალჟირში ბარბის ჩვენება აიკრძალა

ალჟირი მორიგი ქვეყანა გახდა, რომელშიც გრეტა გერვიგის ახალი კომედიის, ბარბის ჩვენება აიკრძალა.

აკრძალვის მიზეზი "ჰომოსექსუალიზმისა და სხვა დასავლური ნაკლოვანებების პროპაგანდა" გახდა. გარდა ამისა სურათი "არ შეესაბამება ალჟირელი ხალხის რელიგიურ და კულტურულ ღირებულებებს". 

ბარბი პირველად ვიეტნამის კინოგაქირავებაში აიკრძალა, მიზეზი ფილმში ნაჩვენები რუკის უზუსტობა გახდა.

ალჟირამდე ერთი კვირით ადრე, მსგავსი მიზეზებით გერვიგის კომედია ქუვეითსა და ლიბანში აიკრძალა.

ბარბი მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია. გრეტა გერვიგი კი ისტორიაში პირველი რეჟისორია, რომლის ფილმმაც კინოგაქირავებაში მილიარდიან ზღვარს გადააბიჯა.

ბარბის ნახვა საქართველოს კინოთეატრებშია 20 ივლისიდან არის შესაძლებელი.

კომენტარები