ბარბი

ქუვეითსა და ლიბანში ბარბის ჩვენება აიკრძალება

ქუვეითსა და ლიბანში გრეტა გერვიგის ახალი ფილმის, ბარბის ჩვენება აიკრძალება. 

ქუვეითის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით ბარბი "ქუვეითის საზოგადოებისთვის უცხო იდეების გავრცელებას ემსახურება".

"ბარბი ჰომოსექსუალიზმისა და სექსუალური ტრანსფორმაციის იდეების პოპულარიზაციას ემსახურება და ეწინააღმდეგება ლიბანის მოსახლეობას მორალურ და რელიგიურ ღირებულებებს". – ამბობს ლიბანის კულტურის მინისტრი.

ახლო წარსულში ორივე ქვეყანაში კინოგაქირავებაში არ გამოვიდა Spider-Man: Across the Spider-Verse, რადგან ფილმის პოსტერზე LGBT დროშა ჩანდა.

ბარბი ასევე აიკრძალა ვიეტნამში, მიზეზი ფილმში ნაჩვენები მსოფლიო რუკის უზუსტობა გახდა.

20 ივლისს გამოსულმა ბარბიმ უკვე მილიარდიან ზღვარს გადააბიჯა და ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალის მიერ გადაღებული ფილმი გახდა.

ბარბის ნახვა საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი.

კომენტარები