ქართული ოცნება

სამხარაძე: არასდროს დავგმობ საქართველოს მტრებზე ძალადობას – პირიქით, წავახალისებ!

ქართული ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძე ფეისბუქ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს მტრებზე ძალადობას არ დაგმობს და პირიქით, წაახალისებს კიდეც. "ყველას მოვუწოდებ, ჩვენი სამშობლოს მტრებს საკადრისი პასუხი გასცენ!".- წერს დეპუტატი. 

სამხარაძის თქმითვე, ქართული ოცნების არცერთ წევრს პირველად შეურაცხყოფა არ მიუყენებია ოპონენტისთვის და მხოლოდ მაშინ რეაგირებენ, როცა "მათ უკეთებენ რაიმე ცუდს". 

"დაგმე ძალადობაო, ჩემი პასუხი:

არასდროს დავგმობ საქართველოს მტრებზე ძალადობას! პირიქით, წავახალისებ და ყველას მოვუწოდებ, ჩვენი სამშობლოს მტრებს საკადრისი პასუხი გასცენ! ჩემი ოჯახის ამწიოკებელზე, ჩემი გუნდის წევრის გამლანძღველზე და შემგინებელზე ძალადობას არ დავგმობ! არც აქამდე არ დამიგმია და არც არასდროს არ ვაპირებ! ვინც მარჯვენა ლოყაში მომარტყამს, მოვაჭამ თავს. ქართული ოცნების არცერთ წევრს პირველად შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია ოპონენტისთვის, მსგავსი ქმედების ერთი ფაქტიც კი არ არსებობს! მხოლოდ მაშინ ვრეაგირებთ და ათასჯერ მძლავრად და ხარისხიანად ვუბრუნებთ პასუხს, როცა ჩვენ გვიკეთებენ რაიმე ცუდს!

ასე რომ, შმაცებო ვერაფრით ვერ ავიკიდებ "დაგმე ძალადობის" კომპლექსს".- წერს დიტო სამხარაძე. 

27 ივნისს, ტელევიზიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. მას უცნობმა პირმა სახეში მუშტი ჩაარტყა, წაქცევის შემდეგ კი მისთვის კვლავ დარტყმას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები