საქართველოს პარლამენტი

კობახიძე: $300 რომ არ დაგიხარჯავთ ქვეყნისთვის და სხვის 3 მილიარდს იწუნებთ, სირცხვილია

დღესაც ეს პარკი არის გახსნილი საზოგადოებისთვის და თავიდან ბოლომდე ემსახურება საზოგადოებას, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოინახულოს ეს პარკი და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ეს პირობა არის ბოლომდე შესრულებული. რაც შეეხება ამ ტექნიკური საკითხების გამოყენებას კამპანიისთვის, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო. მინდა ერთი რამე შეგახსენოთ, ბიძინა ივანიშვილს აქვს 3 მილიარდი დოლარი დახარჯული ქველმოქმედებაზ, 500-ზე მეტი მარტო ეკლესია-მონასტერია აღდგენილი, რეაბილიტირებული, უამრავი თეატრი, ა.შ. 

[...] ეს არის ტექნიკური საკითხი. მეორე, აქ სასპეკულაციო არაფერია, რა მნიშვნელობა აქვს შვილზე იქნება მეუღლეზე თუ როგორ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ეს ტექნიკური საკითხი სპეკულაციებისთვის გამოიყენონ. ეს სამარცხვინოა, ჯერ ერთი აგური დადონ საკუთარი ქვეყნისთვის. ადამიანები არიან, რომლებსაც ერთი აგური არ დაუდიათ და მტრობენ ქვეყანას.

არ გინდათ სპეკულაციები, სამარცხვინოა. 3 000 დოლარი დაგიხარჯავთ საკუთარი ქვეყნისთვის? 300 დოლარი დაგიხარჯავთ? არ დაგიხარჯავთ. საკუთარი ქვეყნის და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს სირცხვილია.  პირობა იყო ის, რომ ეს პროექტიიყო საზოგადოებისთვის, რაც შესრულებულია. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

გამოცემა პუბლიკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის 100%-იანი წილი ეკატერინე ხვედელიძის სახელზე გადაფორმდა. პუბლიკა წერს, რომ  6 ივნისს, ეკატერინე ხვედელიძეს, ურეკი რეზიდენსის 100%-იანი წილი ბერა ივანიშვილმა აჩუქა. გამოცემის ცნობითვე, ბერა ივანიშვილამდე 2016 წლიდან ურეკი რეზიდენსის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი იყო.

კომენტარები