პრიგოჟინის ამბოხება

ზელენსკი: დღეს მსოფლიომ იხილა, რომ რუსეთის ხელმძღვანელები ყოვლად უკონტროლოები არიან

დღეს მსოფლიომ იხილა, რომ რუსეთის ხელმძღვანელებს არანაირი კონტროლი არ გააჩნიათ. საერთოდ არაფრის. სრული ქაოსია. ყოველგვარი წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელია. და ეს რუსეთის ტერიტორიაზე ხდება, რომელიც მთლიანად შეიარაღებულია. 

ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ დაემუქრა 2021 წელს რუსეთის მმართველი მსოფლიოს. მან ულტიმატუმები წამოგვიყენა, ძალის დემონსტრირებას ცდილობდა...

2022-მა წელმა გვიჩვენა, რომ მას თავბრუ დაახვია საკუთარმა ილუზიებმა და ტყუილებმა ძლიერებაზე. კრემლს შეუძლია მიმართოს ნებისმიერი ტიპის ტერორს, მოიმოქმედოს ნებისმიერი სისულელე, მაგრამ 1%-თაც კი ვერ უზრუნველყოფენ საჭირო კონტროლს. პრობლემა რეალურად ისინი არიან. 

ერთ დღეში მათ რამდენიმე მილიონიანი ქალაქები დაკარგეს და რუს ბანდიტებს, დაქირავებულ ჯარებს, ოლიგარქებსა და ნებისმიერს დაუმტკიცეს, რამდენად მარტივია რუსეთის ქალაქების აღება და სავარაუდოდ იარაღის არსენალისაც.

თქვა თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 

კომენტარები