პრიგოჟინის ამბოხება

რუსეთის პროკურატურა პრიგოჟინზე: მისი დანაშაული 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

TELEGRAM/@concordgroup_official/AFP/Getty Images

რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა ვაგნერის მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის ბოლო კომენტარებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი დანაშაული 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

"2023 წლის 23 ივნისს, რუსეთის ФСБ-ს საგამოძიებო დეპარტამენტმა კანონიერად და გონივრულად აღძრა სისხლის სამართლის საქმე ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლით შეიარაღებული აჯანყების მოწყობის ფაქტზე.

მის ქმედებებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მოჰყვება. ეს დანაშაული 12-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - ვკითხულობთ განცხადებაში.

პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ რუსული ძალები დაქირავებულთა ბანაკებს თავს დაესხნენ, რუსეთის უარყოფს ბრალდებებს. უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა კი აჯანყების წაქეზების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღრძა

23 ივნისს დილით პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის აკრიტიკებს თავდაცვის სამინისტროს და უწყებას "პრეზიდენტის მოტყუებაში" ბრალს დებდა. პრიგოჟინის თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში "სისხლით ბანაობენ", უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ და რუსეთის არმიაში "არავითარი კონტროლი" არ არსებობს. 

ამავე დღეს, მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მან დაწერა განცხადება საგამოძიებო კომიტეტში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან დაკავშირებით, რადგან ისინი "რუსი ხალხის გენოციდზე არიან პასუხისმგებელი".

კომენტარები